Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რუსეთი ზამთრის ოლიმპიადაზე არ დაუშვეს

5a27ab754cf20
BM.GE
06.12.17 12:32
998
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) გადაწყვეტილებით, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა სპორტსმენების ნაწილი ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობას შეძლებენ, - ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა გააკეთა.

რუსეთი ვალდებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაცია გადაუხადოს, რითიც ანტიდოპინგური გამოძიებების ხარჯებს დაფარავს და დოპინგ-ტესტირების დამოუკიდებელ ორგანიზაციას (ITA) დაეხმარება.

არსებული ინფორმაციით, ოლიმპიადაზე რუსული ჰიმნი აიკრძალა.

ჯერჯერობით უცნობია რუსი სპორტსმენებიდან ვინ გამგზავრება ზამთრის ოლიმპიადაზე.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოლიპმიურ თამაშებზე დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ქვეყნის დროშას არ გამოფენენ და არც მის ჰიმნს გააჟღერებენ.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელი სამხრეთ კორეაა.