Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#მხოლოდქართული “მატერია”

BM.GE
13.12.20 13:41
474
უნიფორმების მწარმოებელი ბრენდი „მატერია უნიფორმა“, სპორტული ტანსაცმლის ბრენდი „მატერია სპორტი“, მაღალი მოდის ტანისამოსის ბრენდი „მატერიელი“, ქართულ ბაზარზე ორიენტირებული მოდის ბრენდი „დოთსი“, - ეს იმ ქვებრენდების ჩამონათვალია, რომელსაც 2004 წლიდან ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგი „მატერია“ აერთიანებს. თუმცა ქვეყანაში არსებულმა კოვიდსიტუაციამ დიდი გავლენა მოახდინა ამ ჰოლდინგის ფუნქციონირებაზეც, შემცირდა საერთაშორისო გაყიდვებიც, მაგრამ „მატერიამ“ მალევე მოახერხა არსებულ სიტუაციასთან ადაპტაცია და საწარმო სამედიცინო აღჭურვილობის წარმოებაზე გადაერთო. ახლა ისინი კვირაში დაახლოებით 100 ათას სამედიცინო ხალათს, 40 ათას კომბინიზონს და რამოდენიმე ასეულ მრავალჯერად პირბადეს აწარმოებენ.

ნიკოლოზ კვირიკაძე - "მატერია"-ს აღმასრულებელი დირექტორი