Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

როგორ ვიმოგზაუროთ იაფად, - WizzAir-ის დირექტორის რჩევები ქართველ მგზავრებს

58f9c22636a06
BM.GE
21.04.17 12:24
1324
ავიაკომპანია WizzAir-ის დირექტორი ჯოზეფ ვარადი ქართველ მომხმარებლებს იაფი ბილეთის შესაძენად რამდენიმე რჩევას აძლევს.

პირველი რის გათვალისწინებასაც ავიაკომპანიის დირექტორი მომხმარებელს ურჩევს ბილეთის ადრე შეძენაა:

"რაც უფრო ადრე იყიდით ბილეთს მით უფრო იაფი იქნება ის. ბაზარზე მინიმალური ფასი 45 ლარია, საშუალო ფასი კი 150 ლარია. თუმცა, თუ მომხმარებელი დაგვიანებით, ფრენამდე 2 საათით ადრე შეიძენს ბილეთს მაშინ მისი ფასი 400-500 ლარამდეც იზრდება", - ამბობს, WizzAir-ის დირექტორი.

მეორე რის გათვალისწინებასაც ჯოზეფ ვარადი მომხმარებელს ურჩევს სეზონურობაა: "ზაფხული, საშობა და სააღდგომო პერიოდი ძალიან დატვირთულა. ბილეთები შედარებით იაფია მაგალითად თებერვალსა და ნოემბერში. ზაფხულის პერიოდიკი ყველა ბაზარზე დატვირთული და შესაბამისად შედარებით ძვირია", - ამბობს WizzAir-ის დირექტორი.