Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როდის შემოვა საქართველოში 1-მილიარდიანი ჩინური ბანკი - მინისტრის კომენტარი

59b9078929641
BM.GE
13.09.17 14:24
996
ფინანსთა მინისტრ დიმიქტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოში ჩინური 1-მილიარდიანი კაპიტალის მქონე ბანკის შემოსვლის პროცედურები აქტიურად მიდის.
მინისტრმა „საქმის კურსს“ განუცხადა, რომ შესაბამისი პროცედურები ეროვნულ ბანკში მიმდინარეობს.

„ინვესტორებისგან ვფლობ ინფორმაციას, რომ პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ასევე მაქვს კონსულტაციები ეროვნულ ბანკთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ბანკი შეიქმნას ან მოხდეს გარკვეული ქმედებები ბანკის სადამფუძნებლო სტრუქტურაში, ამას გარკვეული პროცედურების გავლა სჭირდება, რომელსაც დღეს ინვესტორები გადიან და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდება. მახსოვს, პირადად განვაცხადე, რომ ეს იქნებოდა $300-მილიონიანი კაპიტალის მქონე ბანკი. შეიძლება ეს გახდეს მილიარდიანი ან სხვა მოცულობის, მაგრამ დღესაც მყარი დაპირება, რომელსაც გამოთქვამენ ინვესტორები, არის პირველი 300 მილიონი დოლარის კაპიტალის შემოტანა ამ ქვეყანაში“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, საქართველოში 1 მილიარდი დოლარის კაპიტალის მქონე ჩინური ბანკის გახსნის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის გაზაფხულზე პირველი ვიცე-პრემიერის ჩინეთში ვიზიტის დროს გავრცელდა. საქართველოს განვითარების ბანკის დაფუძნების დეკლარაცია პეკინში, საერთაშორისო ფორუმის "ერთი სარტყელი - ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში გაფორმდა.

ახალი ბანკის გაცხადებული კაპიტალი 1 მლრდ. აშშ დოლარი, ხოლო შევსებული კაპიტალი - 300 მლნ აშშ დოლარი იქნება. ბანკის დამფუძნებლები ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ი და კომპანია „Eurasian Invest LLC”არიან.