Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როდიდან გავრცელდება სავალდებულო ტექდათვალიერება მსუბუქ ავტომობილებზე?

5a2906e609ecf
სალომე მეცხვარიშვილი
07.12.17 13:34
1326
მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების კი - 100 ლარი ეღირება.

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება და ეტაპობრივად სავალდებულო გახდება სხვადასხვა ტიპის ავტომობილებისთვის. 2019 წლის პირველი იანვრიდან კი ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდება ყველა ტიპის ავტომობილისთვის.

რომელი კატეგორიის მანქანას როდის მოუწევს ტექდათვალიერებს გავლა

2018 წლის პირველი იანვრიდან გამკაცრდება იმ ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი, რომლებიც, დღესაც სავალდებულო შემოწმებას ექვემდებარებიან. თუმცა, იმ განსხვავებით, რომ გამკაცრდება კანონის აღსრულება და ის კრირეტიუმები, რომლებიც მათ უნდა დააკმაყოფილონ. ამ კატეგორიაში შედიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები.

შემდგომ ეტაპზე, ინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები, ასევე დიდი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილები. მათთვის ტექდათვალიერება სავალდებულო, სავარაუდოდ, 2018 წლის პირველი ივლისიდან გახდება. მომდევნო ეტაპზე ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი - 2019 წლის ბოლომდე.

გრაფიკი გაწერილი იქნება ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით, რაც, პირველ რიგში, შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს მისცემს საკმარის ვადას, მოემზადონ ტექდათვალიერებისთვის და ასევე რიგების წარმოქმნის რისკებს შეამცირებს.

რა დროში მოუწევთ ტექდათვალიერების გავლა ავტომობილებს

ავტომფლობელებისთვის ამოქმედდება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წესი: 4 წლამდე ავტომანქანებისთვის ინსპექტირება არ იქნება საჭირო, 4-დან 6 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, 6-დან 8 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო 8 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანებისთვის - ყოველწლიურად.
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებმა იცოდნენ, რომ არავითარი დამატებითი სირთულეები მარჯვენასაჭიან ავტომობილებს არ შეექმნებათ (მოუწევთ მხოლოდ მაშუქი ფარების დახრილობისა და სინათლის ნაკადის მიმართულების ცვლილება). მიდგომა ყველასთვის ერთნაირია - მთავარია, ავტომობილმა ტექნიკური მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

მარჯვენასაჭიანი და გადატანილსაჭიანი ავტომობილები

რაც შეეხება გადატანილსაჭიან ავტომობილებს, ასეთი ავტომობილებიც ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი, თუ ისინი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს დააკმაყოფილებენ, თუმცა, ინსპექტირების დაწყების ეტაპიდან საჭის გადატანა აიკრძალება.
რაც შეეხება მავნე გამონაბოლქვს, ნებისმიერი ავტომობილისთვის, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას კატალიზატორი, იმოქმედებს გამონაბოლქვის მაქსიმუმ დასაშვები ნორმა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს გამართული წვის სისტემის მქონე ავტომობილმა.
ამოქმედდება ცხელი ხაზი ნომრით „1484“