Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა შემცირდა

5970860c66282
BM.GE
20.07.17 14:28
822
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის ივნისში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 578 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 97.8% სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 2.2% - არასამეწარმეო სუბიექტი.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ივნისში დაფიქსირდა კლება წინა თვესთან (5.2%-ით), ხოლო ზრდა წინა წლის იმავე თვესთან (13.3%-ით) შედარებით. 2017 წლის ივნისის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 4.7%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 22.7%-ით შემცირდა.
განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 15.4%-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 36.9%-ით შემცირდა.

ივნისში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (2 288 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 50.0%) და ინდივიდუალური მეწარმის (2 157 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 47.1%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 97.1% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 99 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 13 კოოპერატივი, 12 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 8 სააქციო საზოგადოება და 1 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება.