Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რეალტორთა ასოციაციამ უძრავი ქონების ერთიანი ბაზა შექმნა

5714a849b9ea6
BM.GE
18.04.16 13:23
1145
საქართველოს რეალტორთა ასოციაციამ უძრავი ქონების ერთიანი ბაზა შექმნა. როგორც ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი და "რემაქს კაპიტალის" მმართველი პარტნიორი მარიამ ასათიანი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, 12 აპრილს პროგრამა MLS (Multiple Listing System) ამოქმედდა, რომელშიც ინფორმაციას რეალტორთა ასოციაციის ყველა წევრი ათავსებს. მისი თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსი ბაზის არსებობა კანონით არის დარეგულირებელი.
 
"ჩვენი მიზანია ქვეყანაში დამკვიდრდეს ბროკერების ლიცენზირება. ერთიანი ბაზის შექმნა პირველი ნაბიჯია. რეალტორთა ასოციაციას სურს, რომ მოხდეს რეალტორთა შესახებ კანონის ინიცირება, რის შემდეგაც მოხდება ბროკერთა ლიცენზირება" - აცხადებს მარიამ ასათიანი.

მისივე განცხადებით, დღეს საქართველოში არ არსებობს დაზუსტებული სტატისტიკა გასაყიდი ქონების შესახებ. როგორც მარიამ ასათიანი განმარტავს, სხვადასხვა ვებ რესურსებზე ძირითადად ინფორმაციის დუბლირება ხდება. ერთიან ბაზაში მუშაობა კი სწორედ ამ კომფორტს შეუქმნის მოხმარებელს, რომელიც ინფორმაციას მხოლოდ ბროკერთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განათავსებს ვებ-გვერდზე.

"თითოეული განცხადება ბაზაში განთავსდება შემოწმებული საკადასტრო კოდის საფუძველზე" - აცხადებს მარიამ ასათიანი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას