Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რადიოქალაქის პროექტზე მერია ინტერესთა გამოხატვას გამოაცხადებს - ვიდეო

5a82d88d5b935
ელენე გოგბერაშვილი
13.02.18 16:21
793
"რადიოქალაქი", - ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხორციელებასაც თბილისის მერია მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე გეგმავს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში 10 ჰექტარ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი მოეწყობა, რომელიც მწვანე ზონებს, შემეცნებით და საგანმანათლებლო სივრცეებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებსა და კაფე-ბარებს გააერთიანებს.

როგორც თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი BM.GE-თან აცხადებს, უახლოეს პერიოდში რადიოქალაქის პროექტის მიზანშეწონილობის კვლევაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება და დაახლოებით 4-5 თვეში მერია მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული პროექტის განხორციელების შესახებ.

"გვინდა კვლევამ დაგვანახოს რა უნდა გაკეთდეს, რა არის სწორი, რისი მოთხოვნა არსებობს. ამ კვლევის შედეგად გამოჩნდება მთლიანად კერძო სექტორს გადავცემთ ამ პროექტს განხორციელებისთვის თუ მთლიანად მერია გააკეთებს. გვინდა კვლევამ დაგვანახოს ეს და წინასწარ არ მივიღოთ გადაწყვეტილება. 4-5 თვეში შეგვეძლება ვისაუბროთ დეტალებზე, როცა კვლევა დასრულდება", - აცხადებს ანდრია ბასილაია, თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი.