Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რაჭაში დაცული ტერიტორიები შეიქმნება

56f7ab314addc
BM.GE
27.03.16 13:41
1318
რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნით, რეგიონში არსებული ტერიტორიების შესწავლა მიმდინარეობს. დაცული ტერიტორიების სააგენტო პროცესს წლის ბოლომდე დაასრულებს. როგორც რაჭის გუბერნატორმა, პარმენ მარგველიძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის თუ რა ფართობზე განთავსდება დაცული ტერიტორია. მისი თქმით, ტერიტორიისთვის სტატუსის მინიჭების პროცესში გასათვალისწინებელი იქნება ენერგეტიკული პროექტები.
 
პროექტის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის მცირე გრანტების გაცემა. გრანტები დაცულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, მცირე გადამამუშავებელი საწარმოების, საოჯახო ტიპის სასტუმროებისა და საკალმახე მეურნეობების შესაქმნელად გაიცემა.