Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქვემო ქართლში გუბერნატორის თანამდებობაზე გრიგოლ ნემსაძე დაინიშნა

591d70efee883
BM.GE
18.05.17 13:48
1485
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე გრიგოლ ნემსაძე დაინიშნა. ინფორმაციას პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, პროფესიით ეკონომისტ გრიგოლ ნემსაძეს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.

"იგი წლების მანძილზე მუშაობდა საბანკო სექტორში წამყვან თანამდებობებზე. გრიგოლ ნემსაძე დღემდე იკავებდა სააქციო საზოგადოება "ევექსის" (ამჟამად სს GHG) საოპერაციო დირექტორის პოსტს. შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა",- აცხადენე პრემიერმინისტრის პრესსამსახურში.

ნემსაძის დანიშვნამდე გუბერნატორის პოსტი პაატა ხიზანიშვილს ეკავა, რომელმაც თანამდებობა დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა. მან სახელმწიფოს დაცვის სპეციალურ სამსახურში გადაინაცვლა.