Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქვემო ქართლის გუბერნატორი მის გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს

58f9ad0796ac4
BM.GE
21.04.17 10:54
800
ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილი მის გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. როგორც მან "საქმის კურსთან" განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მთავრობის მისაღებია და თუ მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ინფორმაცია გავრცელდება.

"ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია. რა და როგორ იქნება, ამას ძალიან მალე გაიგებთ. ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. შეიძლება იყოს სამსახურის შეცვლა, ყველაფერს მალე შეიტყობთ",- აცხადებს პაატა ხიზანიშვილი.