Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქუვეითელმა ინვესტორმა ტურისტული კომპლექსის მშენებლობაზე თელავის გამგეობასთან სასამართლო წააგო

57302bb5dcc37
დავით ჯალაღონია
09.05.16 10:09
1667
თელავის მუნიციპალიტეტი კახეთში, სოფელ ჯუღაანში მშენებარე ტურისტული კომპლექსის "Paradize Investment Resort"-ის მფლობელს მაჰერ სალიმს იმ 17 ჰექტარ მიწას ედავება, რაზეც უახლოეს მომავალში ეს დასასვენებელი ცენტრი გაიხსნება.

მხარეებს შორის უთანხმოება 2011 წელს დაიწყო, როცა გამგეობამ ამ მიწის გასასხვისებლად აუქციონი გამოაცხადა. აუქციონის პირობის თანახმად, სესიაშვილმა მიწა 18 000 ლარად და 1 მილიონი ლარისმოცულობის საინვესტიციო ვალდებულებით შეიძინა. თანხა მესამე პირმა - მაჰირ სალიმმა გადაიხადა და უკვე მომდევნო დღეს, ქუვეითელმა ინვესტორმა კახელ სესიაშვილისგან ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით ეს მიწა გადაიფორმა.

როგორც თელავის გამგეობაში აცხადებენ, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში დარღვევები იყო. კერძოდ, ლევან ბერძენიშვილის განმარტებით, მამუკა სესიაშვილსა და მეჰირ სალიმს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაშიც უნდა ყოფილიყო მითითებული საინვესტიციო ვალდებულება და ამიტომ მიწის გასხვისებიდან ორი წლის შემდეგ, გამგეობამ სესიაშვილსა და ქუვეითელ ინვესტორს პროკურატურაში უჩივლა. მამუკა სესიაშვილს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი პირობითი სასჯელის სახით გამოუტანა, მეჰირ სალიმსა და მუნიციპალიტეტს შორის დავა კი გრძელდება.

თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მაჰირ სალიმისთვის მიწის რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს, ინვესტორის ერთ-ერთი ადვოკატი, კომპანია „ელ ფი ეი“-ს იურიდიული დირექტორი ჯაბა გველებიანი არ ეთანხმება და მას შემდეგ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას წერილობით აცნობებს, სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ ტურისტული კომპლექსის მშენებლობაზე, რომელიც ორი წლის წინ დაიწყო, 5 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა. „Paradize Investment Resort“ სავარაუდოდ, ივლისში გაიხსნება და ტურისტებს 100-ზე მეტი კოტეჯი, შესაბამისი გასართობ-გამაჯანსაღებელი ცენტრებით მოემსახურება.