ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში დამზადებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა - გაზქურები, სარეცხი მანქანები და ელექტროგამათბობლები - ექსპორტზე პორტუგალიასა და პოლონეთში დაახლოებით ერთი თვის წინ გავიდა. როგორც "ბიზნესკონტაქტთან" ეგვიპტური კომპანია "ფრეშის" გენერალური დირექტორი, მიხეილ თიგიშვილი აცხადებს, თიზში წარმოებული პროდუქცია ძირითადად დსთ-ს ქვეყნებში იყიდება, თუმცა ევროკავშირთან ასოციარების შეთანხმების გაფორმების შემდეგ, პირველად ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული პრიდუქცია პოლონეთისა და პორტუგალიის ბაზარზე გაიყიდება. როგორც თიგიშვილი ამბობს, ქართული საყოფაცხოვრებო ტექნიკა ევროპულ მწარმოებლებთან შედარებით 30%-ით იაფი ღირს, ამიტომ იმედი აქვთ, რომ ქართული პროდუქტი ევროპულ ბაზარზე კონკურენტუნარიანი სწორედ ფასის გამო იქნება.
ქუთაისის ინდუსტრიულ ზონა 2009 წელს შეიქმნა და იქ ამ დროისათვის 7 ეგვიპტური კომპანია ოპერირებს. როგორც თიზის გენერალური დირექტორი ამბობს, სექტემბერში უკრაინული ინვესტიციით ინდუსტრიულ ზონაში ქიმიური საწარმო დაიწყებს საქმიანობას, რომელიც საპოხ მასალებს და სხვადასხვა ტექნიკურ ზეთებს გამოუშვებს.