Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ხელისუფლებამ შეასრულა დაპირება და ჩვენ მედიცინის სფეროში სერიოზულ გადატრიალებას მოვახდენთ"

57038cde7898a
BM.GE
05.04.16 13:58
1027
"ის, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თურმე რაღაც კითხვები გაუჩნდა, ჩემთვის არ ნიშნავს, იმას რომ არასწორად ხდება რაიმე", - განაცხადა "ბიზნესკონტაქტის" ეთერში, "ჰუმანითი ჯორჯიას" თემის კომენტირებისას დავით საგანელიძემ. საპარტნიორო ფონდის დირექტორი ამბობს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის კანონის დარღვევაზე საუბრები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ამაზე არც კონკურენციის სტრუქტურები და არც სხვა უწყებები საუბრობდნენ.

"წლების განმავლობაში, სულ იყო საუბარი იმაზე, რომ საქართველოში ფარმაცევტული ბაზარი ყოველგვარი კონკურენციის გარეშე იყო და ფასები ხანდახან 500%-ით არის მომატებული, - ამაზე არც კონკურენცის სტრუქტურებს და არც გამჭვირვალობას არ უსაუბრია.

ძალიან კარგი, რომ კონკურენციის სააგენტო ჩაერთვება პროცესში და ვთხოვ ძალიან აქტიურად ჩაერთოს. 2-3 თვეა რაც ჩვენ დავიწყეთ ეს პროგრამა და კიდევ უფრო მაგრად გავაგრძელებთ და ბოლოს დაგანახებთ ფინალი რა იქნება. ამ 2-3 თვეში უცებ მედიკამენტებზე ფასები თითქმის 30%-ით დაეცა, მოსახლეობამ რომელიც უზარმაზარ თანხას იხდიდა მედიკამენტებში, ამხელა შეღავათი ნახა.

სახელმწიფომ მილიონობით ლარი უკვე დაზოგა. ამხელა შედეგი მივიღეთ, როდესაც ჯერ არ დაგვიწყია საქმე და მხოლოდ რამდენიმე დასახელების მედიკამენტია შემოსული.

რაღაც ძალიან შეწუხდნენ, ხომ არ ჰქონდათ ინტერესები ფარმაცევტულ ბიზნესში? საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულა დაპირება და ჩვენ მედიცინის სფეროში სერიოზულ გადატრიალებას მოვახდენთ.

ახლა თურმე იმაზეა საუბარი როგორ ენდო საპარტნიორო ფონდი 3 თვის შექმნილ სააგენტოს. გეტყვით, რომ სააგენტო 3 თვის წინ კი არ შეიქმნა, არამედ ეს არის ბევრი კომპანიისგან შექმნილი კორპორაცია, იმ კომპანიებისგან რომელსაც დიდი გამოცდილება აქვთ. კონსორციუმი კი ეხლა შეიქმნა.

გადაეცით ყველა იმ გულშემოყრილ ადამიანს, ვისაც არ მოსწონს ეს წარმატება, რომ ქვეყანაში წარმატება კიდევ გაგრძელდება", - განაცხადა საგანელიძემ.