Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"წყალი მარგებელი" ქართული ენერგეტიკული სასმელის "ბუღას" ჩამოსხმას იწყებს

5970ab67183ec
სალომე მეცხვარიშვილი
20.07.17 19:00
2100
"წყალი მარგებელი", რომელიც "ნაბეღლავსა" და "ბახმაროს" უშვებს,  ქართული ენერგეტიკული სასმელის "ბუღას" ჩამოსხმას იწყებს. კომპანიაში "საქმის კურსს" განუცხადეს, რომ ბაზარზე პროდუქცია აგვისტოდან გამოჩნდება.

"ბუღა" საშუალო სეგმენტზე გათვლილი ენერგეტიკული სასმელი იქნება, რომელიც იწარმოება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე საექსპორტოდ რეგიონის ქვეყნებს განიხილავენ.

"ბევრი ახალი პროდუქტი დაგვემატა, რადგანაც Rauch-თან ერთობლივი წარმოება დავიწყეთ. ქარხანას აქვს შესაძლებლობა, ჩამოასხას ნებისმიერი უალკოჰოლო სასმელი. ერთ-ერთი მიმართულება ქილის წარმოებაა, ქილის ერთ-ერთი პროდუქტი კი ენერგეტიკული სასმელია. ვცდილობთ, ყველანაირად მოვიცვათ ბაზარი",- აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია "რაუხმა" და ნაბეღლავის ჩამომსხმელი კომპანია სს "წყალი მარგებელმა" ერთობლივი წარმოება დაიწყეს.