Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"წითელი დირექტორების სურვილებზე რომ გვევლო, დღეს მხოლოდ ლუდი "ყაზბეგი" გვექნებოდა"

566176cb02002
BM.GE
04.12.15 15:16
1166
"ანტიდემპინგური კანონპროექტი მხოლოდ ორ რამეს შეუწყობს ხელს, ერთი - კორუფციის დანერგვას და მეორე - ფასების ზრდას", - აღნიშნულის შესახებ თავისუაფალი უნივერსისტეტის კანცლერმა, ვახტანგ ლეჟავამ, გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტი მომხმარებლის წინააღმდეგ ბრძოლას წარმოადგენს.
 
"პირველ რიგში ვიტყვი, რომ ანტიდემპინგური კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტროშია მომზადებული. ამას იმისთვის აღვნიშნავ, რომ პასუხისმგებლობას იმ მავნებლობაზე, რომელსაც ეს კანონპროექტი წარმოადგენს, სამინსტრო თავიდან ვერ აიცილებს. ფაქტიურად ეს კანონპროექტი მომხმარებლების წინააღმდეგ ბრძოლას წარმოადგენს, ერთი-ორი პრვილეგირებული მეწარმის სასარგებლოდ. კონკურენცია ქმნის იმას, რომ ფასები შესაძლოდ დაბალი იყოს და ასეთი ფასები არის მომხმარებელთა ინტერესებში.

ვერ წარმომიდგენია, რომელი კომპეტენტური ორგანო გვეყოლება, რომელიც ფასებს დაადგენს. ალბათ კონკურენციის სააგენტო უნდა იყოს ეს ორგანო.

მახსოვს ზურაბ ტყემალაძის კოლეგა გოგი თოფაძე, როგორ დასდევდა საქართველოს მთავრობას 90-იანი წლების ბოლოს, რომ ლუდის იმპორტი აკრძალულიყო, და ჩვენ დღემდე მარტო ლუდი "ყაზბეგი" გვესვა. ბაზრის გახსნამ იქამდე მიგვიყვანა, რომ გვაქვს დიდი არჩევანი მაგალითად, ლუდის და მათ შორის ამას არ მოუკლავს ქართული წარმოება. გაჩნდა ქართული ბრენდები, ხელმისაწვდომია ლუდიც და ფართო არჩევანიც არის. ეს არის ჩვენი კონკრეტული უახლესი ისტორია. "წითელი დირექტორების" სურვილებზე რომ გვევლო, დღეს მხოლოდ ლუდი "ყაზბეგი" გვექნებოდა, რომელიც სამჯერ ძვირი ეღირებოდა და ხარისხით ორჯერ უარესი იქნებოდა. ზუსტად იგივეს გვთავაზობენ ახლა. როგორ უნდა დავადგინოთ მაგალითად, თურქული პომიდვრის თვითღირებულება?

სადაც საშუალება მექნება ამ კანონპროექტის განხილვაში ცხადია, მივიღებ ყველგან მონაწილეობას. მგონია, რომ ეს კანონპროექტი მხოლოდ ორ რამეს შეუწყობს ხელს, ერთი - კორუფციის დანერგვას და მეორე - ფასების ზრდასა და არჩევანის შემცირებას საქართველოს ბაზარზე. სხვა, უკეთესი შედეგი მას ვერ ექნება," - განაცხადა ლეჟავამ.