19.Dec.2015 15:12
Cryptocurrencies

"ვინ მეტყვის რატომ ვარ ასეთი მდიდარი?" - ცნობილი ინვესტორების პასუხი უორენ ბაფეტს

"ვინ მეტყვის რატომ ვარ ასეთი მდიდარი?" - ცნობილი ინვესტორების პასუხი უორენ ბაფეტს
წარმატება იმის დასრულებაა, რის გაკეთებასაც ადამიანი აპირებდა. "ვინ გამცემს პასუხს, რატომ ვარ ასეთი მდიდარი?’", - უორენ ბაფეტის კითხვაზე პასუხს მსოფლიოში ცნობილი ინვესტორები სცემენ.
 
„ძვირადღირებული ბრენდების კოლექციონერის“ სახელით ცნობილ ბერნარ არნოს მიაჩნია, რომ წარმატებული ბიზნესის საიდუმლო კრეატიულობისა და საორგანიზაციო შესაძლებლობების ერთობაშია.

კომპანია Oracle-ს მფლობელი, ამერიკელი მილიარდერი ლარი ელისონის აზრით, ინვესტორებისგან აღებულ ფულს ისე უნდა მოექცე, როგორც საკუთარი ძალებით ნაშოვნს და ისე უნდა განკარგო, როგორც საკუთარი ფული.

ბრაზილიის უმდიდრესი ადამიანი, აიკ ბატისტა კი გვირჩევს, რომ პირველ წარუმატებლობას არ დავნებდეთ. მისი აზრით, წარმატების გზაზე ინვესტორებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ გამოკითხვებს და კვლევებს. „იფიქრეთ არა სრულყოფილებაზე, არამედ წარმატებაზე“, - ამბობს ბატისტა.

სერგეი ბრინი თვლის, რომ წარმატება მხოლოდ იმ საქმეს მოაქვს, რომლის კეთებაც ადამიანს სიამოვნებს, - “არ გჯერათ? თავად "დაგუგლეთ"", - გირჩევთ Google-ის თანადამფუძნებელი.

ამერიკელი მილიარდერი, მაიკლ დელი მიიჩნევს, რომ კლიენტი არა მხოლოდ კმაყოფილი არამედ ბედნიერიც უნდა იყოს. კომპიუტერესების გენიოსს მიაჩნია, რომ ბიზნესს შუამავლები არ სჭირდება, მთავარი კი კლიენტის კმაყოფილებაა.

არსებობს წესი – "90/90", რომლის მიხედვითაც პირველი 90 წამის განმავლობაში ხანგრძლივი შთაბეჭდილების 90% ყალიბდება. თუმცა, მარგარეტ ტეტჩერი ამბობდა – „10 წამი საკმარისია იმისათვის, რომ შემექმნას შეხედულება პიროვნებაზე და იშვიათად მეცვლება იგი".

და ბოლოს, ყველა წარმატებული ინვესტორის რჩევაა, - საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ თავში ინვესტირებაა.



26.Oct.2018 14:14
156

Bitfury May Hold First EU Crypto IPO

More
10.Oct.2018 10:51
363

Bitfury Launches New Enterprise Grade Bitcoin Mining Server

More
12.Sep.2018 15:38
277

Crypto Miner Bitfury Is Using Magic Baths to Keep Machines Cool

More
17.Jul.2018 14:51
434

Million-Dollar Box Conjures Up a Fortune for Bitcoin Visionary

More
29.May.2018 21:31
1021

Georgian Blockchain Startup Receives $1m Investment from Silicon Valley

More
23.May.2018 16:00
355

New Blockchain Service - Million Transactions per Second

More