16.Nov.2015 12:05
Business

"ვენდის" დაფუძნების დღე საქართველოში ბრენდის მსოფლიოში ყველაზე დიდი რესტორნის გახსნით აღინიშნა

"ვენდის" დაფუძნების დღე საქართველოში ბრენდის მსოფლიოში ყველაზე დიდი რესტორნის გახსნით აღინიშნა

"ვისოლ ჯგუფმა" საქართველოში ოფიციალურად გახსნა "ვენდის" ყველაზე დიდი რესტორანი მსოფლიოში.

გახსნის ცერემონიას, რომელიც სიმბოლურად 15 ნოემბერს დაიგეგმა, ესწრებოდნენ „ვვნდის“ წარმომადგენლები ამერიკიდან. 15 ნოემბერი უკავშირდება "ვენდის" პირველი რესტორანის გახსნას ამერიკის შეერთებულ შტატებში. 46 წლის წინ, 1969 წლის 15 ნოემბერს  დეივ ტომასმა "ვენდის" პირველი რესტორანი გახსნა.

თბილისში, 26 მაისის მოედანზე მდებარე "ვენდის" ახალი რესტორანი 3 სართულზეა განლაგებული,  1,450 კვ.მ.-ს მოიცავს და შესაძლებლობა აქვს 450 სტუმარს უმასპინძლოს.

გახნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობდნენ „ვენდის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ტოდ პენეგორი, კორპორაციის ვიცე–პრეზიდენტი ფინანსურ საკითხებში, კომპანიის განვითარების მენეჯერი აბიგაილ პრინგლე და „ვენდის“ სათაო ოფისის საერთაშორისო დეპარტამენტების ხელმძღვანელები. „ვისოლ ჯგუფიდან“ ღონისძიებას ესწრებოდა კომპანიის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ვიცე-პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე. 

„ვენდის“ კაფეში წარმოდგენილია 15 სხვადასხვა სახის უმაღლესი ხარისხის ყავა,  სათამაშო ზონა დაბადების დღის ცენტრთან ერთად გთავაზობთ სივრცეს, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ დაისვენონ და მიიღონ „ვენდის“ რესტორანის უნიკალური გამოცდილება.

"სიმბოლურია ის ფაქტი,რომ ჩვენ ავღნიშნავთ „ვენდის“დაფუძვნების დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“რესტორანის ჩვენს დედაქალაქში, თბილისში გახსნით. მოხარულივართ, რომ „ვენდის“ კომპანიის ხელმძღვანელები შემოგვიერთდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს და შესაძლებლობა გვაქვს ერთად აღვნიშნოთჩვენი პარტნიორობის შედეგად მიღწეული წარმატება. ჩვენ კიდევ უფრო განვავითარებთ „ვენდის“ ქსელს და ის წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ  ჩვენს დედაქალაქში,  არამედ ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებშიც“, - აცხადებს სოსო ფხაკაძე. 




11.Dec.2018 19:46
75

IC Group Insurance Company has been Sold

More
11.Dec.2018 19:35
36

BM.ge Exlcusive: Rustavi Metallurgical Plant to Stop Production

More
11.Dec.2018 12:55
34

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More
07.Dec.2018 19:48
58

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More
06.Dec.2018 14:45
83

CHIRINA has become member of EBRD's Blue Ribbon Programme

More
04.Dec.2018 22:52
57

“No Construction Permits Will Be Issued Without a Dendrological Project”

More