Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ვარსკვლავებისთვის გადახდილი ჰონორარები გამოთქმულ ვარაუდზე ბევრად დაბალია"

570b6fe9da8eb
BM.GE
11.04.16 13:30
1116
"ვარსკვლავებისთვის გადახდილი ჰონორარები სოციალურ ქსელში გამოთქმულ ვარაუდზე ბევრად დაბალია“", - ამის შესახებ, კულტურის მინისტრმა "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა. მიხეილ გიორგაძე Tbilisi Open Air-ის ერთ-ერთი ორგანიზატორის ნათქვამს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანა ორჯერ უფრო მაღალი თანხებით ხდება, ვიდრე ეს შესაძლებელია.
 
მინისტრმა განმარტება პროექტში, "ისთერნ პრომოუშენის" მონაწილეობაზეც გააკეთა. როგორც მიხეილ გიორგაძე განმარტავს, აღნიშნული კომპანია Check in Georgia-ს პროექტის ფარგლებში, არცერთი ვარსკვლავის ჩამოყვანის პროცედურაში მონაწილეობდა. მისივე თქმით, კომპანია არც სხვა ღონისძიებებშია ჩართული, გარდა ჯაზ ფესტივალისა.

"პროექტი არის ბევრად კომლექსური, ვიდრე 4 ვარსკვლავის ჩამოყვანაა, ის თითქმის ყველა ღონისძიებას მოიცავს რომელიც ფინანსდება ყოველწლიურად.

ამაში შედის 150-ზე მეტი კონცერტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც აქტიურად იქნებიან ჩართული ქართველი შემსრულებლები. ეს მოიცავს მსოფლიოს სტანდარტების საკონცერტო მოედანს ბათუმში, რომელიც უსასყიდლოდ დაეთმობათ ქართულ ბენდებს და პროდიუსერებს", - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება პროექტიდან სავარაუდოდ მიღებულ შემოსავლებს, მინისტრი ამბობს, რომ სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან, რათა ბიუჯეტზე დამოკიდებულება შემცირდეს.

"პროექტი არ არის მხოლოდ ფანტაზიის ნაწილი. სატესტო პროექტი "ჰით ბათუმის" სახელით შარშან უკვე ჩატარდა. თუ 2015 წლის ერთ თვეს ავიღებთ და შევადარებთ 2014 წელს, 54 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი ნახა აჭარამ და კერძოდ ბათუმმა.

პროექტს ბუნებრივია საერთაშორისო მედიის ყურადღება მოყვება. არ ვაკეთებთ აქცენტს მხოლოდ უცხოელ ტურისტებზე, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში შიდა ტურიზმის გააქტიურებაც.

ასეთი ვარსკვლავების ჩამოსვლა მკაფიო გზავნილია, როგორც პოტენციური ტურისტისთვის, ასევე ინვესტორისთვისაც, რომ ქვეყანა არის უსაფრთხო და სტაბილური.

დარწმუნებულები ვართ, რომ ამას უზარმაზარი ეფექტი მოჰყვება. დღევანდელი გეგმის მიხედვით ეს უნდა გახდეს ტრადიციული, ყოველწლიური და უფრო მასშტაბური ღონისძიება", - განაცხადა მინისტრმა.