Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ვარკეთილის" მეტროს ტენდერში ჩართული პირები მერიას დატოვებენ

5a83d8c0e4b1b
BM.GE
14.02.18 10:34
922
თბილისის მერის გადაწყვეტილებით, მერიის ის თანამშრომლები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის ტენდერის პროცესში, თანამდებობას დატოვებენ. კახა კალაძის განცხადებით, საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ადგილი ჰქონდა არაერთ ხარვეზს.

"ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა არსებული გარემოებები და აშკარაა, ის, რომ იყო ხარვეზები სამუშაოების შესრულების დროს. დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წამორმოების პროცესით.

საპროექტო სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე მაშინ როდესაც მოთხოვნილი იყო ტექნიკური ექსპერტიზის აუცილებლობა", - განაცხადა კახა კალაძემ და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს დაავალა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობებიდან ის ადამიანები, ვინც ჩართული იყვნენ სატენდეტო პროცესში.