Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ტურისტული დანახარჯების სრული შესწავლა უნდა ხდებოდეს"

59c5062d3f3f0
თელარა გელანტია
22.09.17 16:45
710
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული პროგრამის კოორდინატორის ბექა ჯაყელის განცხადებით, თუ ქვეყანას სტატისტიკის სისტემა მოწესრიგებული არ აქვს, ტურიზმის იდეალური სტატისტიკა ვერ ექნება.

როგორც ჯაყელმა „ანალიტიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სრულყოფილი სტატისტიკის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია სამი ინსტიტუტის - საქართველოს ეროვნული ბანკის, საქსტატის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობა.

„გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიხედვით, მნიშვნელოვანია, ხდებოდეს დანახარჯების სრული შესწავლა. UNWTO-ს კლასიფიკაციით დანახარჯები იყოფა საერთაშორისო და შიდა ტრანსპორტზე, ასევე დანახარჯები განთავსების საშუალებებზე, კვებაზე, გართობაზე, სუვენირების შეძენაზე და ა.შ. ასეთ კვლევებს უნდა ატარებდეს ეროვნული ბანკი და საქსტატი. ამ შემთხვევაში, ტურიზმის ადმინისტრაციის როლია ჰქონდეს მაკოორდინირებელი ფუნქცია“, - აღნიშნა ჯაყელმა.

რაც შეეხება დანახარჯების მიხედვით კვლევების ჩატარების მეთოდებს, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული პროგრამის კოორდინატორი ამბობს, რომ მეთოდები განსხვავებულია.

„შენგენის წევრ ქვეყნებში ძირითადად ტურისტულ დანახარჯებს ითვლიან სასტუმროებში. პოსტსაბჭოთა სივრცეში კი, ჯერ კიდევ აქტუალურია საპასპორტო კონტროლის გავლისას ვიზიტორების გამოკითხვა. საქართველოსთვისაც ალბათ ყველაზე მეტად მისაღებია ტურისტების სასაზღვრო პუნქტებზე გამოკითხვა“, - განცხადა მან.