Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"თუ "უცნობმა" თავისი წილი არ გაყიდა და მე სიცრუეში ვცხოვრობ, ან მან მითხრას ეს, ან სხვა ადამიანებმა"

56ba3b7d77cae
BM.GE
09.02.16 23:02
948
"თუ "უცნობმა" თავისი წილი არ გაყიდა და მე სიცრუეში ვცხოვრობ, ან მან მითხრას ეს, ან სხვა ადამიანებმა", - განაცხადა ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა, "რუსთავი 2"-ის ეთერში. როგორც ღლონტმა აღნიშნა, მას შემდეგ რაც გიორგი გაჩეჩილაძე ირაკლი რუხაძემ დააფინანსა, მას უჩნდება ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკა დგას.
 
"მოდით დავუშვათ, რომ კოტე გოგელია იყო ცუდი მენეჯერი, მან გააკოტრა ტელევიზია და ცნობილი ჟურნალისტები სამსახურიდან გაუშვა, რაც მე ძალიან არ მომწონდა. მოდი დავუშვათ, რომ ის ყველაფერს აკეთებდა ცუდად, - რა შუაშია აქ უცნობი?! უცნობის წილი "მაესტროში" იყო ნული. მაესტროში უცნობს არაფერი აღარ ესაქმებოდა, მას შემდეგ რაც მან თავის წილი გაყიდა.

თუ მან თავისი წილი არ გაყიდა და მე სიცრუეში ვცხოვრობ, ან მან მითხრას ან სხვა ადამიანებმა ეს. არიან სხვა ადამიანებიც, ვისაც შეუძლიათ მითხრან რომ "უცნობს" წილი არ გაუყიდავს და რომ ის მაესტროზე სამართლიანად ნერვიულობდა. არც ბატონი გია და არც ბატონი ლევანი, ამას არ მეუბნებიან. უცნობს არ ჰქონდა წილი მაესტროში და ის ტყულად ნერვიულობდა მაესტროზე", - განაცხადა ღლონტმა.