Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"თიბისი კაპიტალმა" კომპანია "ნიკორას" 10 მილიონი დოლარის ობლიგაციების განთავსება განახორციელა

596f5dd839e3a
BM.GE
19.07.17 17:24
944
იბისი ბანკის შვილობილმა კომპანიამ „თიბისი კაპიტალმა“  კომპანია „ნიკორას“ 10 მილიონი დოლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსება განახორციელა.

ეს არის არაფინანსური ჯგუფის კომპანიის ყველაზე მსხვილი განთავსება ამ დროისათვის.

სიახლის შესახებ 20 ივლისს, 13:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც დაესწრებიან თიბისი ბანკის უმაღლესი მენეჯმენტისა და ნიკორას წარმომადგენლები,  ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე და „თიბისი კაპიტალის“ დირექტორები.