Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"თი ბი სი ბანკმა" მცირე და საშუალო ბიზნესს ინოვაციური სერვისები და პროდუქტები შესთავაზა

592d38279e87c
ელენე გოგბერაშვილი
30.05.17 13:14
1388
"თი ბი სი ბანკმა" მცირე და საშუალო ბიზნესს ინოვაციური სერვისები და პროდუქტები შესთავაზა. დღეიდან, "თი ბი სი ბანკში" იურიდიული პირისთვის ანგარიშის გახსნა და კლიენტად რეგისტრაცია დისტანციურად ბანკში მისვლის გარეშე არის შესაძლებელი. პროცედურა მარტივია და მხოლოდ რამდენიმე წუთს მოითხოვს. ვებ-გვერდზე www.tbcbank.com.ge მომხმარებელი ავსებს მოთხოვნას და ონლაინ დიალოგის რეჟიმში რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის შემდეგ, პროცესი 5 წუთში სრულდება.

"მომხარებელეს შეუძლია ბანკში მიუსვლელდ გახსნას ანგარიშები, ისარგებლოს ინტერენეტბანკით, შეუკვეთოს ბიზნესბარათი და მიიღოს SMS სერვისი. მეორე მიმართულებაა დისტანციური ანგარიშების გახსნის სერვისი, რომელიც გულისხმობს სატელეფონო განაცხადის შევსებას არამარტო ანაგრიშის გახსნის, არამედ სხვადასხვა პროდუქტებზე რეგისტრაციისას", - ამბობს "საქმის კურსთან" "თი ბი სი ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების უფროსი, ნათია ვაჭარაძე.

დაინერგა ანგარიშის დისტანციურად გახსნის სერვისიც იურიდიული პირებისთვის. ამ შემთხვევაში მოთხოვნის დაფიქსირება შესაძლებელია სატელეფონო ცენტრში დარეკვით. განაცხადის შევსება ხდება სატელეფონო საუბრის დროს, ხოლო დოკუმენტების ადგილზე მიტანა მოხდება TBC ბანკის თანამშრომლის მიერ.

"რეგიონშიც არ არის ასეთი ტიპის მომსხურება. ამას პირველად სთავაზობს მომხმარებელს "თი ბი სი ბანკი", რაც გაუზრდის ბიზნესებს ეფექტურობას და ადამიანებს დროს დაუზოგავს", - ამბობს ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

განახლდა www.tbcbusiness.ge. დღეიდან, მას საინტერესო სიახლეების მიმართულება ემატება, სადაც მუდმივად განთავსდება სტატიები, ბლოგები და ვიდეოები მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე საინტერესო სიახლეებისა და ტენდენციების შესახებ ბიზნესსა და ეკონომიკაში.

კიდევ ერთი ინოვაცია, რომელიც www.tbcbusiness.ge-ს დაემატა არის "ბიზნესრუკა". პროექტი "თი ბი სი ბანკმა’’ შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელა. შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული აგრეგირებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა პროგრამა, რომელიც მსურველს შესაძლებლობას აძლევს სრულფასოვანი მოკვლევა განახორციელოს ბიზნესის სხვადასხვა სფეროზე. ნებისმიერ დამწყებ თუ მოქმედ ბიზნესს შეუძლია გამოიკვლიოს რა ვითარებაა მისთვის საინტერესო ინდუსტრიაში კონკრეტული გეოგრაფიული ადგილების მიხედვით. ამას გარდა, მას შეუძლია საკუთარი კომპანიის საქმიანობა - შემოსავლები, ხარჯები, მოგება, თანამშრომელთა რაოდენობა თუ ხელფასები, შეადაროს ბიზნესის ანალოგიურ სფეროებს, როგორც ლოკალურად, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით.

გარდა ბიზნესებისა, პროგრამით სარგებლობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაც ხელმისაწვდომია, ვისაც სურს სრულფასოვანი კვლევა ჩაატაროს ეკონომიკისა და ბიზნესის ამა თუ იმ მიმართულებით.

ამას გარდა, განახლებულ ვებგვერდზე www.tbcbusiness.ge კვლავ იქნება ხელმისაწვდომი პრაქტიკული, საგანმანათლებლო რესურსები, რომელიც გამოადგებათ, როგორც დამწყებ, ისე მოქმედ ბიზნესებს. მათ შეუძლიათ მოიძიონ კვალიფიციური ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორიცაა ბიზნესის დაწყება და ბიზნესგეგმის შედგენა, ბიუჯეტირება, ფულადი სახსრების მართვა, ფინანსების მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, ხელშეკრულებების შედგენა, მარკეტინგი, გაყიდვები და ა.შ.

"თი ბი სი ბანკი" აგრძელებს ციფრული სტრატეგიის განხორციელებას, რაც მომხმარებლებისთვის ინოვაციური სერვისების შეთავაზებით, მაქსიმალური კომფორტის შექმნას და დროის დაზოგვას ისახავს მიზნად. თიბისი ბანკის მიზანია იყოს საუკეთესო პარტნიორი ბიზნესებისთვის", - განაცხადა ნიკა ქურდიანმა, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.


(R)