Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"Telia Company ცენტრალური აზიის ბაზარს წელს დატოვებს"

590062f082e19
BM.GE
26.04.17 16:26
1737
"სატელეკომუნიკაციო გიგანტი Telia Company ყაზახეთს და ცენტრალური აზიის ბაზარს წელს დატოვებს" - ყაზახური მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოანა ჰენსონმა დაადასტურა.

"ბოლო 5 წელიწადში კომპანიამ ცენტრალურ აზიაში კორუფციის გამო 1,4 მილიარდი დოლარი დაკარგა. სწორედ ეს გახდა კომპანიის მიერ ცენტრალური აზიის დატოვების მიზეზი", - წერს ყაზახური მედია.

ამასთან, Telia Company-მ ტაჯიკური Tcell-ის მფლობელი კომპანიის Central Asian Telecommunications-ის (CATD) 60% გაყიდა. ახალი მფლობელი "ეკონომიკური განვითარების ფონდი Aga Khan"-ია (AKFED), რომელიც მანამდე CATD-ის 40%-ს ფლობდა.

შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ "თელიასონერამ" განაცხადა, რომ ეტაპობრივად დატოვებს რამდენიმე ქვეყანას: ყაზახეთი, საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ნეპალი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში Telia Sonera კომპანია „ჯეოსელს“ ფლობს. ფინური კომპანია საქართველოში აქციებს ყიდის.