Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"თბილისში, ტრამვაის ქსელის განვითარება 300 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება, ამის რესურსი დღეს არაა"

5703ae1e90a78
BM.GE
05.04.16 16:19
962
თბილისში ტრამვაის ქსელის განვითარება 300 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება, - ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა. მისი თქმით, მერიაში არსებობს ფრანგების მიერ შემუშავებული პროექტი, თუმცა საჭირო რესურსები ამ დროისთვის დედაქალაქის მერიაში არაა.
 
"ტრამვაის პროექტი ცოტა გრძელ ვადაში განსახორციელებელი პროექტია. თბილისის მერიაში არის ფრანგების მიერ დამუშავებული პროექტი. თბილისში რამდენიმე ასეთი ქსელის გაკეთება საკმაოდ ძვირადღირებულია და 300 მილიონ დოლარზე მეტია მისი ღირებულება. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ხაზია დელისი-ორთაჭალის მიმართულება, რომელიც თბილისის ცენტრალურ უბნებს გაივლის. მისი განხორციელება დაახლოებით 140 მილიონ დოლარზე მეტი ჯდება. პროექტი საკმაოდ ძვირადღირებულია და ამის რესურსი დღეს არ არის.

თუმცა, ვიმეორებ, რომ იდეა ძალიან საინტერესოა. პირადად მეც მომწონს, ის პრაქტიკულად სატრანსპორტო სქემის შემავსებელია და რაც ყველაზე მთავარია ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია", - განაცხადა ლექვინაძემ.