Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"თანაინვესტირების ფონდის პროექტების მიმართ სერიოზული დაინტერესება არ ყოფილა, ალბათ, ცოტა ნაკლებობაა პერსპექტივის განჭვრეტის"

58f894879d933
დავით ჯალაღონია
20.04.17 14:55
831
თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე მიიჩნევს, რომ ინვესტორები თანაინვესტირების ფონდის პროექტების პერსპექტივას ვერ ჭვრეტენ. ასე განმარტა ქარსელაძემ „საქმის კურსთან“ საუბრისას ის მიზეზი, თუ რატომ არ დაინტერესდნენ ინვესტორები ფონდის მიერ შეთავაზებული რვა პროექტით.

"აქამდე რაიმე სერიოზული დაინტერესება არ ყოფილა. პირველი - ალბათ, ცოტა ნაკლებობაა პერსპექტივის განჭვრეტის, რისაც ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ ეს პროექტები ზუსტად იმ წარმატების მომტანი იქნება, რაც იმთავითვე იყო გათვალისწინებული. მეორე ის, რომ პროექტებს გააჩნია ბევრი ისეთი ელემენტი, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროექტის განვითარებისთვის, არამედ ქალაქისთვის, რაც თავის მხრივ, გარკვეულ დანახარჯებს იწვევს - საბაგირო, აკვარიუმები, ზღვაში შეჭრილი აუზი, ათას კაცზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი", - განმარტა ქარსელაძემ.

მისივე ინფორმაციით, რვავე პროექტი თავად თანაინვესტირების ფონდის მიერ წარმატებით მიმდინარეობს.

"ზოგიერთ მათგანზე პროგრესი აბსოლუტურად ცხადია. მშენებლობის ფაზა ძალიან განვითარებულია. თავისუფლეის მოედანთან კომპლექსში რკინა-ბეტონის სამუშაოები ივნისში დასრულებული იქნება და პარალელურად დიზაინზე და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე მუშაობა მიმდინარეობს. ანალოგიურად ვითარდება სოლოლაკის პროექტი და თაბორი, რომელიც ყველაზე დიდი რეკრეაციაა", - აღნიშნა ქარსელაძემ.

შეგახსსენებთ, რომ თანაინვესტირების ფონდმა ინვესტორებს საკუთარი რვა პროექტი დანახარჯების ანაზღაურების, ყოველგვარი მოგებისა და კომერციული ინტერესის გარეშე გასული წლის მაისში შესთავაზა. ეს პროექტებია: სასტუმრო "შეკვეთილი“, ორი სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე, სასტუმრო თავისუფლების მოედანზე, თაბორის პროექტი, სასტუმრო "განმუხური“, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი "მაგნოლია“ და სასტუმრო "სოლოლაკი“.