Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სტარკ მეტალსი" წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ალუმინის სხმულების მწარმოებელი საწარმოს მოწყობას გეგმავს

58fdb2673b95d
BM.GE
24.04.17 12:06
1045
შ.პ.ს. "სტარკ მეტალს"-ი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფ. ფარცხანაყანების ტერიტორიაზე ალუმინის სხმულების მწარმოებელი საწარმოს მოწყობას გეგმავს.

საწარმოსათვის გამოყოფილი ფართობი წარმოადგენს შპს "საძირკველი"-ის კუთვნილებას, რომელთანაც მას გაფორმებული აქვს 5 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება.

ნაკვეთის საერთო ფართობია 10000კვ.მ. მასზე განთავსებულია სხვადასხავა სამეწარმეო დანიშნულების ობიექტები(ავტოსამრეცხაო, სამეურნეო საქონლის საწყობები, სასადილო). უშუალოდ საწარმოს ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 3500კვ.მ.-ს შეადგენს, საიდანაც ჯართის დასაწყობებისათვის გამოყოფილია დაახლოებით 50კვ.მ., ხოლო უშუალოდ მეტალის დნობისათვის განკუთვნილი დანადგარები განთავსებულია 35კვ.მ. ფართობში. საწარმოს მეტალურგიული წარმოების სფეროში გააჩნია 15წლიანი გამოცდილება, კერძოდ ფლობს ანალოგიური ტიპის საწარმოებს ინდოეთსა და აფრიკის ქვეყნებში. საწარმოში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა იქნება 70 ადამიანი.

კომპანია სტარკ მეტალსი ამ ეტაპზე პროექტის განხორციელებისთვის ნებართვას ელოდება.