"სოკართან" დაკავშირებული გადაწყვეტილება 11 აპრილს იქნება მიღებული, - ამის შესახებ „ბიზნესკონტაქტის“ ეთერში კონკურენციის სააგენტოს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სლავა ფეტელავამ განაცხადა. მისი თქმით, კონკურენციის სააგენტოს დასკვნა კომპანიებს შორის, გარკვეული შეთანხმებული ქმედების არსებობას ეფუძნებოდა.
შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა გასული წლის ზაფხულში დაასრულა. სააგენტოს დასკვნით კომპანიებს ჯამში 55 მილიონის ჯარიმა დაეკისრათ.
"სოკარის" შემთხვევაში ჯარიმა ყველაზე სოლიდური იყო და ის 14 381 385 ლარს შეადგენდა. კომპანიებმა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.