Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"სოკარი" ყულევის ნავსადგურში ნავთობტერმინალის სიმძლავრის გაზრდას გეგმავს

56af543f463c7
BM.GE
01.02.16 16:47
1045
აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია "სოკარი" ყულევის ნავსადგურში ნავთობტერმინალის სიმძლავრის გაზრდას გეგმავს,- განაცხადა ბაქოში გამართულ ენერგეტიკის ფორუმზე - “სოკარის’’ მარკეტინგული და ეკონომიკური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგიილემ, მაკსმუდ მახმუდოვმა.
 
მისი თქმით, საქართველოს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრის ნახევარზე მეტს "სოკარი" უზრუნველყოფს. ტერმინალის სარეზერვუარო პარკის ტევადობა 320 000 კუბურ მეტრს შეადგენს. "ჩვენ ვგეგმავთ ის 380 000კ უბურ მეტრამდე გავზარდოთ", - ამბობს მახმუდოვი. კომპანია სიმძლავრის გაზრდას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მდებარე პორტშიც გეგმავს.

ყულევის ნავსადგური ექსპლოატაციაში 2008 წლის მაისში შევიდა.