Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"სკოლებში ვაშლების დარიგება ძვირი და რთული პროექტია"

598d86630c7b7
BM.GE
11.08.17 14:26
998
განათლების სამინისტრო სკოლებში ვაშლების დარიგების კამპანიას იწყებს. განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თავდაპირველად პროექტი იმ სკოლებში განხორციელდება, რომლებსაც 1000-ზე მეტი მოსწავლე ჰყავთ.

"თბილისის სკოლებში სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა ამ შემოდგომაზე დავიწყებთ კვირაში ერთხელ ვაშლის დარიგების კამპანიას. 1000-ზე მეტ ბავშვიან სკოლებში ამ პრაქტიკას გავაფართოვებთ. სექტემბრიდან-დეკემბრამდე კვირაში ერთხელ დაიწყება ვაშლების დარიგება. ეს რთული და ძვირი პროექტია. მისი მიზანია, რომ შესვენებაზე ბავშვმა შეჭამოს ვაშლი, რომელიც ჯანსაღი პროდუქტია. ამასთან, ვაპირებთ კამპანიის დაწყებას, რომ მშობლებმა გამოატანონ ვაშლი ბავშვს. კვირაში ერთი ვაშლი რაციონს არ ცვლის. დაძალებას არ ვაპირებთ, ვაპირებთ რომ დავარიგოთ ვაშლები“, - განაცხადა მინისტრმა.