Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"სკოლებში დარიგებული ვაშლი ქართული იქნება"

59c4e3202bd97
ლევან თაღიაშვილი
22.09.17 14:14
1131
სკოლებისთვის მიწოდებული ვაშლი, აუცილებლად ქართული ბაზრიდან იქნება - ამის შესახებ შპს KEPKA-ში განმარტავენ, რომელიც განათლების სამინისტროს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანიაა.

,,საბუთები წესრიგში გვაქვს, ამიტომ მხოლოდ ხელშეკრულების გამზადებას ველოდებით’’ - ასეთია კომპანიის გენერალური დირექტორის კომენტარი.

შეგახსენებთ, რომ ტენდერი მოიცავდა 260 000 ერთეული ვაშლის შეძენას და ის 11-დან 21 სექტემბრამდე მიმდინარეობდა.

გადაწყვეტილება ოფიციალურად სავარაუდოდ მომავალ კვირას გამოქვეყნდება.

ვაშლი კვირაში ერთხელ თბილისის 10 საჯარო სკოლას მიეწოდება:

1. სსიპ ქალაქ თბილისის N161 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ქუთათელაძის ქ. N3),
2. სსიპ ქალაქ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, საირმის N84),
3. სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისი № 51 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, მელიქიშვილის N2),
4. სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზია (ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 10),
5. სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი. გლდანი მე-3 მ/რ),
6. სსიპ ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, დიღმის მასივი III კვარტალი),
7. სსიპ ქალაქ თბილისის №180 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ვარკეთილი 3 IV მ/რ),
8. სსიპ ქალაქ თბილის №115 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, გლდანი მე-8 მ/რ),
9. სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზ. N42),
10. სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ვარკეთილი ზ/პ, მე-2 მ/რ).