Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს" - ბიზნესომბუდსმენი თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის გადავადებას აფასებს

5979c55fc309c
სალომე მეცხვარიშვილი
27.07.17 15:08
834
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - ასე ეხმაურება ბიზნესომბუდსმენი ზურაბ ძნელაშვილი პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვანი შეფუთვის შემოღება 5 წლით გადავადდება. ზურაბ ძნელაშვილი ამბობს, რომ პარალამენტის გადაწყვეტილება დადებითია, მაგრამ ასეთი ნაბიჯების გადადგმისას მეტი სიფრთხილე და გონივრული ვადებია საჭირო, იმისთვის რომ ბიზნესმა ახალ რეგულაციებზე ადატპირება მოასწროს.

"როდესაც აღნიშნული ცვლიელბები განიხილებოდა, ბიზნესომბუდსმენის აპარატი ყოველთვის აფიქსირებდა ამ პოზიციას, რომ არ შეიძლება ამ მასშტაბის ცვლილებებისთვის დადგინდეს ასეთ მცირე ვადები. იცით, რომ 2018 წლის პირველ იანვარს შედიოდა ძალაში სტანდარტული შეფუთვის ვალდებულება, ეს იმ პირობებში, როდესაც მთავრობას ჯერ არ აქვს დამტკიცებული შეფუთვის ნორმა. სამწუხაროდ, მაშინ პარლამენტმა არ გაითვალისწინა ბიზნესომბუდსმენის შენიშვნები.

კარგია, რომ ახლა პარლამენტმა ახალი ინიციატივა დააყენა და მხარი დაუჭირა ამას. მაგრამ ჯობია, რომ პარლამენტი მეტი სიფრთხილით მოეკიდოს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებას. როდესაც არის რაღაც რეგულაცია აუცილებლად მისაღები საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ ვერავინ დაუდგება, მაგრამ აქ არის საუბარი გონივრული ვადების დაწესებაზე, რომ ბიზნესმა ელემენტარულად მოასწროს ადაპტირება ამ გადაწყვეტილებაზე და არ ჩავარდეს გამოუვალ მდგომარეობაში",- აცხადევბს ზურაბ ძნელაშვილი.