Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სითი ინსტიტუტი" თბილისის გენერალურ გეგმას დედაქალაქის მერიას 5 ივნისს წარუდგენს

591d842aae6fe
სალომე მეცხვარიშვილი
18.05.17 15:18
1022
კომპანია "სითი ინსტიტუტი" თბილისის გენერალურ გეგმას დედაქალაქის მერიას 5 ივნისს წარუდგენს. ამის შესახებ "საქმის კურსს" გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენელმა მამუკა სალუქვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გენერალური გეგმა თბილისის მერიის სამსახურებთან ერთად განიხილეს და მათგან გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები მიიღეს.

"ეს არ იყო ძირეული ცვლილებები გენერალურ გეგმაში, იყო ტექნიკური ხასიათის შენიშვნები, რომელთა ჩასწორებასაც დრო სჭირდებოდა, ამიტომ მერიაში გენერალური გეგმის წარდგენის ვადამ 20 დღით გადაიწია",- აცხადებს მამუკა სალუქვაძე.

დედაქალაქის გენერალური გეგმა "სითი ინსტიტუტს" მერიისთვის 15 მაისს უნდა წარდეგინა. დოკუმენტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. გენერალური გეგმა არეგულირებს დედაქალაქში გამწვანების, ტრანსპორტის, მშენებლობების და სხვა საკითხებს.

მერიაში დოკუმენტის წარდგენის შემდეგ მისი სახალხო განხილვები უნდა გაიმართოს, შემდეგ კი დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცოს.