Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"შავი ხვრელები არც ისე შავი ფერისაა" - სტივენ ჰოკინგის რჩევა დეპრესიაზე

56b8d059834e8
ლადო ბათიაშვილი
08.02.16 21:25
1625
ცნობილმა ფიზიკოსმა, სტივენ ჰოკინგმა, 74-ე დაბადების დღის აღსანიშნავად ლონდონის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში შავი ხვრელების შესახებ ლექცია წაიკითხა.
მეცნიერის მიერ შემოთავაზებული თეორიის თანახმად, შესაძლოა შავი ხვრელი არა ყველაფრის დასასრული, არამედ სხვა სამყაროში გასასვლელი გზა აღმოჩნდეს.

ლექციის განმავლობაში, პროფესორმა ჰოკინგმა როგორც სამეცნიერო, ისე პირად შეკითხვებსაც უპასუხა. კითხვაზე, თუ როგორ გადალახა ცხოვრებისეული სირთულეები, მეცნიერმა მეტად პოეტური პასუხი გასცა. მან დეპრესია შავ ხვრელს შეადარა:

"შავი ხვრელები არც ისე შავი ფერისაა, როგორსაც ხშირად გამოსახავენ. ისინი არ წარმოადგენენ მარადიულ ციხეებს. საგნებს შავი ხვრელიდან გაღწევა და სხვა სამყაროში მოხვედრა შეუძლიათ. თუ შავ ხვრელში აღმოჩნდებით, არ დანებდეთ - გამოსავალი არსებობს".

შეგახსენებთ, რომ სტივენ ჰოკინგმა თავისი აღმოჩენებით ორთოდოქსული მეცნერება თავდაყირა დააყენა. იგი არა მხოლოდ ბრწყნვალე მეცნიერი, არამედ უზომოდ მტკიცე პიროვნებაცაა. 1963 წელს ექიმებმა ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს და მხოლოდ ორი წლის სიცოცხლე მისცეს. თუმცა, პროფესორი ჰოკინგი გადარჩა, და უამრავი აღმოჩენა გააკეთა. ამასთან ერთად, დაწერა წიგნები, წაიკითხა ლექციები და ახლაც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შთაგონების წყაროა.

IHUB Tbilisi