Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსს ხარჯავს ადამიანებზე, რომლებიც, ზუსტად ვიცით, რომ იქნებიან დაუსაქმებლები"

56c318e045414
BM.GE
16.02.16 16:40
1242
განათლების რეფორმის თანახმად, სახელმწიფო რესურსი უმაღლეს განათლებაში კონკრეტული ინდუსტრიების მოთხოვნების გათვალისწინებით განაწილდება. რეფორმის დეტალებზე პრემიერმა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.
 
"ჩვენ ყოველწლიურად ვუშვებთ 5-ჯერ ან 10-ჯერ მეტ ბანკირს, ვიდრე ეს საბანკო სექტორს სჭირდება რეალურად. ასევეა საგარეო ურთიერთობების, იურიდიული მიმართულებებით და ა.შ. ჩვენ დღეს არ გვყავს მეცხოველეობის კვების ტექნოლოგები, ვეტერინარები, კვების მრეწველობის ტექნოლოგები, მაშინ, როდესაც ბიზნესმენები მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ მეცხოველეობაში და სამწუხაროდ, საკუთარი რესურსით, კადრებს ევროპაში გადამზადების მიზნით აგზავნიან.
 
სახელმწიფო კი საბიუჯეტო რესურსს ყოველწლიურად ხარჯავს ადამიანებზე, რომლებიც, ზუსტად ვიცით, რომ იქნებიან დაუსაქმებლები, ან უნდა გადაკვალიფიცირდნენ, რათა სამუშაო ადგილი იშოვონ. ამის გაგრძელება დაუშვებელია. შესაძლოა, ამ სექტორში ჩართული უმაღლესი სასწავლებლებისთვის ამან გამოიწვიოს რეპოზიციონირების მოთხოვნა, თუმცა ამის გარეშე ახალგაზრდებს ვუბიძგებთ, საკუთარი თანადაფინანსებით მიიღონ განათლება იმისთვის, რომ შემდგომში აღმოჩნდნენ უმუშევრები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.