Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სახელმძღვანელოების გრიფირების წესმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და მას ბევრი ახალი მიმართულება დაემატა"

592a7b38a99a4
BM.GE
28.05.17 15:00
958
განათლების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულაია ამბობს, რომ გრიფირების წესმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და მას ბევრი ახალი მიმართულება დაემატა. თუმცა როგორც მინისტრის მოადგილე „საქმიან დილასთან“ საუბრისას აცხადებს, გამომცემლებს შორის აღნიშნულ საკითხზე კონსესუსი ვერ შედგა.

"კონსულტაციების ეტაპი გავლილია. კონსესუსი რაიმე საკითხზე თავად გამომცემლებს შორის ვერ შედგა, ანუ არიან გამომცემლები, რომლებიც ერთ მიმართულებას უჭერენ მხარს და არიან ისეთები, რომლებიც სხვა მიმართულებას ანიჭებს უპირატესობას.

წიგნების შიგთავსი თვისობრივად უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ბავშვებს ვასწავლოთ რამდენად მნიშვნელოვანი და პრინციპულია გრძელვადიანი ამოცანები და არ ღირს მხოლოდ მოკლევადიან ამოცანებზე ორიენტირება. ვფიქრობ, რომ კონტენტის 30%-40% უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ახალი სახელმძღვანელოები შეესაბამებოდეს მნიშვნელოვნად გაზრდილ სტანდარტებს", - ამბობს მურღულაია.