Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"საქართველოში წყლის რესურსი საკმარისია და ჩემი აზრით იმაზე მეტიც კია, ვიდრე საჭიროა"

5922fcf75315c
BM.GE
22.05.17 19:00
963
"საქართველოში წყლის რესურსი საკმარისია და ჩემი აზრით იმაზე მეტიც კია, ვიდრე არის საჭირო", - განაცხადა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ირანს ელჩმა საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა. მისი თქმით, ქართული წყალი იდეალურია როგორც დასალევად ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებითაც. როგორც ელჩი ამბობს ირანის მხრიდან ქართული წყლის ექსპორტზე დაინტერესება დიდია და ამ კუთხით მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.

"ირანს წყლის რესურსი სჭირდება, თუმცა ამისათვის თავდაპირველად მილსადენის უზრუნველყოფაა საჭირო, ამიტომ აუცილებელია ტექნიკური დეტალების აწონ-დაწონვა და შეთანხმება ირანის მხრიდან, რადგან წყლის წარმოება საქართველოდან უწყვეტად და სტაბილურად განხორცილდეს. განგრძობად და უსაფრთხო პროექტს თავისთავად საფუძვლიანი შესწავლა სჭირდება. ერთი რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, სურვილი დიდია ირანის მხრიდან და ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ საქართველოს მხარესთან", - განაცხადა ირანის ელჩმა.