Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"საქართველოში ფერმერებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა არაკვალიფიცური კადრებია"

592bdf1c2ccd0
სალომე მეცხვარიშვილი
29.05.17 13:23
1357
ყველაზე დიდი პრობლემა ფერმებისთვის დღეს არაკვალიფიცური კადრებია,- ამის შესახებ "საქმის კურსს" ფერმერული მეურნეობის "კოლხეთი და კომპანიის" ხელმძღვანელმა კახა მიქაბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებული სიმცირე ვეტერინარების მიმართულები შეიმჩნევა. ამასთან, კახა მიქაბერიძის თქმით, დღეს არ არსებობს პროფესიული პროგრამები, რომლებიც ფერმერებს გადაამზადებს, სწორედ ამიტომ მუშახელს თანამედროვე სტანდარტებზე მორგება უჭირს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ფერმერი საუბრობს, ფინანსებთან ხელმისაწვდომობაა. "კოლხეთი და კომპანიაში" აცხადებენ, რომ დროში ჭიანურდება სესხის აღება, რაც მათ ბიზნესგეგმებს ხელს უშლის.

მისი თქმით, ბიზნესის განვითარების გეგმა უკვე აქვს და უახლოეს მომავალში ფერმის გაფართოებას აპირებს. კომპანიის მიზანია, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობის გაზრდა. ამ ეტაპზე კომპანიას მეფრინველეობის და მეძროხეობის ფერმა აქვს.

"19 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გვყავს და ვაწარმოებთ ყველს. შემდგომ ეტაპზე იქნება მეხორცული მეურნეობაც. ვფიქრობთ გაფართოებას, როგორც მეფრინველეობის ასევე მესაქონლეობის მიმართულებით. სულ გვინდა, რომ 60-მდე სული ძროხა გყვავდეს",- აცხადებს "კოლხეთი და კომპანიის" დირექტორი.

შპს "კოლხეთი და კომპანია" საწარმოს ხობის რაიონის სოფელ შუა ხორგაში ფლობს. მეფრინველეობის ფერმა პროექტის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში აშენდა და მასში დაახლოებით 150 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.