Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის პროექტის დასრულება 2019 წლის ნოემბერში იგეგმება

591ea9d7d76d0
დავით ჯალაღონია
19.05.17 12:44
728
"საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის პროექტის დასრულება 2019 წლის ნოემბერში იგეგმება. ამის შესახებ „საქმის კურსს“ „საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი საღირაშვილმა განუცხადა.

"მოდერნიზაციის პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში. ეს გულისხმობს ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას, მათ შორის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას, საერთო ჯამში, 14-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას, მათ შორის, ერთი არის 8 კმ-იანი ზვარე-ქვიშხეთის დამაკავშირებელი გვირაბი. აღნიშნული მოგვცემს საშუალებას, რომ გავზარდოთ გამტარუნარიანობა, შევამციროთ საოპერაციო ხარჯები. ეს პროექტი პირდაპირ კავშირშია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების კონცეფციასთან“, - განაცხადა საღირაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 260 მილიონ 126 ათასი შვეიცარიული ფრანკია.