14.Dec.2015 11:37
Business

"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მენეჯმენტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ადასტურებს

"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მენეჯმენტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ადასტურებს
"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მენეჯმენტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ადასტურებს და ამას კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურის არსებულ გამოწვევებთან თანხვედრაში მოყვანით ხსნის. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეს მხოლოდ ტექნიკური ხასიათის საკითხია.
 
"კადრების როტაცია ნორმალური მოვლენაა და მას მხოლოდ ტექნიკური ხასიათი აქვს. ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ მეტ ფოკუსს ვაკეთებთ საერთაშორისო გადაზიდვებზე. საქართველოს რკინიგზის სტარტეგია არის ლოგისტიკა. ჩვენ მთავარ მიმართულებად რჩება სარკინიგზო გადაზიდვები, მაგრამ მთავარი შემოსავლის წყარო არის ლოგისტიკა. საქართველს რკინიგზა არ არის მხოლოდ მაგისტრალი გარდაბნიდან შავი ზღვის მიმართულებით. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ორგანიზაციის სტრუქტურის რეფორმირებას საერთაშორისო გადაზიდვებზე ფოკუსით. ეს არის ახალი სტრუქტურა და კადრები, რომლის მიზანია ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ჩვენს წინაშეა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

არსებული ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზაში" ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის პოსტზე გურამ გურამიშვილი თბილისის მერიასთან არსებული კომპანია "სინათლის ქალაქის" დირექტორმა, ვასილ ხორავამ ჩაანაცვლა და თავად გურამიშვილმა მოძრაობის უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის თანამდებობაზე გადაინაცვლა, ხოლო სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის დირექტორი, ალექსი ნიკოლაიშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავსუფლდა.



11.Dec.2018 19:46
99

IC Group Insurance Company has been Sold

More
11.Dec.2018 19:35
67

BM.ge Exlcusive: Rustavi Metallurgical Plant to Stop Production

More
11.Dec.2018 12:55
57

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More
07.Dec.2018 19:48
70

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More
06.Dec.2018 14:45
96

CHIRINA has become member of EBRD's Blue Ribbon Programme

More
04.Dec.2018 22:52
70

“No Construction Permits Will Be Issued Without a Dendrological Project”

More