Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე ჩინური ბანკის გახსნაზე: ყოველთვის მივესალმებით კონკურენციას

591ecd4a77cbc
სალომე მეცხვარიშვილი
19.05.17 14:44
907
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე რამაზ კუკულაძე საქართველოში ჩინური ინვესტიციით ახალი მილიარდიანი ბანკის შექმნაზე დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს. "საქმის კურსთან" რამაზ კუკულაძე აცხადებს, რომ ისინი კონკურენციას მიესალმებიან.

"არ ვფლობ დეტალურ ინფორმაციას ჩინურ ბანკთან დაკავშირებით. რაც თქვენ მოისმინეთ, იგივე მოვისმინე მე. კონკურენცია კონკურენციაა, ჩვენ ყოველთვის მივესალმებით კონკურენციას",- აცხადებს რამაზ კუკულაძე.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 1 მილიარდი დოლარის კაპიტალის მქონე ჩინური ბანკი გაიხსნება. ბანკის დამფუძნებლები არიან ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია CEFC China Energy Company Limited და კომპანია Eurasian Invest LLC. დეკლარაციის თანახმად, ორივე კომპანიამ აიღო ვალებულება, რომ საქართველოში ახალ კომერციულ ბანკს შექმნიან. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, მათ უკვე მიმართეს საქართველოს ეროვნულ ბანკს იმისათვის, რომ დაიწყოს შესაბამისი განხილვების ოფიციალური პროცედურები.