Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სამსუნგის" ახალი მოდელები დღეიდან საქართველოშიც იყიდება

56d95f0f29eaf
BM.GE
04.03.16 14:02
1352
კომპანია "სამსუნგ ელექტრონიქსმა", სამსუნგის ბრენდ მაღაზიაში, ახალი სამსუნგ GALAXY S, GALAXSY S7 და GALAXY S7 EDGE-ის უახლესი მოდელების პრეზენტაცია გამართა. მომხმარებელს საშუალება აქვს წინასწარ შეუკვეთონ სმარტფონები და საჩუქრად მიიღონ ვირტუალური რეალობის სათვალე "ჯიარ ვიარი" და 50 დოლარის ღირებულების „ვიარ“ თამაშები ოკულუს მარკეტიდან. ახალი სმარტფონები აღჭურვილია სრულყოფილი კამერით, რომელიც უშვებს 95%-ით მეტ სინათლეს და შესაძლებელს ხდის ფოტო ნებისმიერი ტიპის განათებაში იქნას გადაღებული. ასევე აქვს სრულიად განსხვავებული ფუნქცია Always-On, რაც საშუალებას იძლევა თვალყური ადევნოთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას, სმარტფონის ეკრანის ჩაქრობა-ანთების გარეშე. სმარტფონებს აქვს უფრო ძლიერი ელემენტი, უფრო სწრაფი უსადენო დატენვის ფუნქციით. ორივე ახალ პროდუქტს აქვს ორი სიმ ბარათის მხარდაჭერა. მომხმარებლებს საშუალება აქვთ მეხსიერების ბარათი 200 გიგაბაიტამდე გაზარდონ. ახალი სმარტფონების პრეზენტაცია, მსოფლიოს წინაშე 21 თებერვალს, ბარსელონაში გამართულ მობილურების მსოფლიო კონფერენციაზე შედგა.