07.Dec.2015 14:35
Business

"საგურამოჰესის" მშენებლობა იწყება

"საგურამოჰესის" მშენებლობა იწყება
"საგურამოჰესის" მშენებლობა იწყება. ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ.
 
"საგურამოს" ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 4,4 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი 32 მლნ.კვტსთ. "საგურამოჰესის" ექსპლუატაციაში გაშვება 2016 წლის ბოლოსათვის იგეგმება და მასში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 10,5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

კომპანიას უკვე მიღებული აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ნებართვა და დაწყებულია მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები - სამანქანო დარბაზის მშენებლობა და სადაწნეო და გამყვანი მილსადენების მონტაჟი.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ჰიდროელექტროსადგურისათვის ტურბინას, გენერატორს და დამხმარე მოწყობილობებს ავსტრიული კომპანია ANDRITZ HYDRO SAS დამზადებს. ჰესი მთელი წლის განმავლობაში თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს, რაც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ზამთრის დეფიციტი. მომავალში შესაძლებელია ჰესში გატარებული სუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარაგებისთვის გამოყენება.

"მისასალმებელია ის,რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გააქტიურდა ადგილობრივი ბიზნესი ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელების მიმართულებით. ეს რა თქმა უნდა გამოწვეულია იმით,რომ ჩვენ გავამარტივეთ გარკვეული რეგულაციები, შევამსუბუქეთ, უფრო მარტივი გავხადეთ, ინვესტიციების განხორციელება და დღეს რა თქმა უნდა საამაყოა ის,რომ გარდა უცხოელი ინვესტორებისა , რომელთაც ძალიან დიდი ინტერესები აქვთ ამ დარგში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით, აქტიურად არიან ჩართულები ქართველი ბიზნესმენებიც. საგურამო თითოეული ჩვენი თანამემამულისთვის ასოცირდება დიდ ილია ჭავჭავაძესთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის პროგრესზე და განვითარებაზე ზრუნავდა.

ახალი ტექნოლოგიური აღჭურვით, ეკოლოგიურად უნაკლო ჰესის აქ აშენება არის ერთგვარი დასტური იმ დიდი იდეებისა და სწრაფვებისა , რაზეც ბოლო ორი საუკუნეა ჩვენი ქვეყნის პროგრესულად მოაზროვნე საზოგადო მოღვაწეები ოცნებობდნენ. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან ჩართული იყო ამ პროექტში და მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობას მიიღებს ამ პროექტის განხორციელებაში. არ არსებობს ქვეყნის წინაშე დიდი და პატარა დამსახურებები ყველაფერი თუნდაც, რამდენიმე ადამიანის საკეთილდღეიდ გაკეთებული არის შემადგენელი ერთი საერთო დიდი საქმის. ჩვენ ვაშენებთ წარმატებულ ქვეყანას, წარმატებულ საქართველოს!" - განაცხადა კახა კალაძემ .



04.Feb.2019 22:48
133

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
287

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
239

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
108

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
153

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 01:26
140

Logistics company Agility Group is considering cooperation opportunities with Georgia

More