Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"საგადასახადო შემოწმებების პროცესი ერთიან ჩარჩოში მოექცევა"

56bc508e65874
BM.GE
11.02.16 13:10
1434
საგადასახადო შემოწმებების პროცესი ერთიან ჩარჩოში მოექცევა, - შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში შევა. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა, მთავრობის დღევალდელ სხდომაზე, ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული, კანონპროექტი განიხილეს, რომელიც საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების მიმართულებით, ცვლილებებს გულისხმობს.
 
"პირველ რიგში ეს ეხება მოგების გადასახადის რეფორმას, რაც გულისხმობს, რომ დაიბეგრება მხოლოდ დივიდენდად განაწილებული მოგება. მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება ადმინისტრირების მიმართულებითაც. კერძოდ, საგდასახადო დავის პერიოდში ქონებაზე ყადაღის გავრცელება, უფრო სწორედ საბანკო ანგარიშზე ყადაღის გავრცელება მოხდება, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილბით.

საგადასახადო შემოწმებების პროცესი ერთიან ჩარჩოში მოექცევა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისივე ინფორმაციით, ცვლილებები საგადასახადო კოდექსში 2016 წლიდან ამოქმედდება.