02.Dec.2015 16:32
Economy

"რუსეთი მზადაა ბუნებრივი აირის შესყიდვები აზერბაიჯანიდან და ირანიდან გაზარდოს''

"რუსეთი მზადაა ბუნებრივი აირის შესყიდვები აზერბაიჯანიდან და ირანიდან გაზარდოს''
 თურქეთი საქართველოსთვის პირველი საიმპორტო ბაზარია, გადმორიცხვების მხრივ კი მეხუთე ადგილზეა. რუსეთ - თურქეთის მდგომარეობით უნდა ველოდოთ თუ არა ახალ საგარეო შოკებს, ამ თემაზე გადაცემა “ბიზნესკონტაქტში’’ ეკონომისტი, გიორგი ღაღანიძე საუბრობს.

 
“ორი ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორის დაპირისპირება, რა თქმა უნდა, სასიამოვნო თემა არ არის, მაგრამ თუ ამ დაპირისპირების დეტალებს მოკლევადიან პერსპექტივაში განვიხილავთ, ჩვენ ამ მხრივ არაფრერი გვემუქრება. საქმე ის გახლავთ, რომ თვითონ რუსეთის სანქციებსაც თუ შევხედავთ, ისინი ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქციას შეეხო. ის არ შეხებია თურქეთიდან სამრეწველო პროდუქციას. ამდენად, რუსეთი ცდილობს, რომ არ გააფუჭოს თურქეთთან ურთიერთობა, როგორც მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორთან. იყო საუბარი, რომ შეიძლება ჩვენ რუსეთში გარკვეულ სასაქანლო ჯგუფებში ექსპორტი გავზაედოთ და ეს მართლაც შესაძლებელია. ეს შეეხება სასაქონლო ჯგუფ 07-ს, სადაც ძირითადად ბოსტნეულია, ასევე სასაქონლო ჯგუფ 08-ს, სადაც ხილი და სხვა პროდუქტებია. ტურისტების რაღაც ნაწილი, რომელიც საქართველოზე გადმონაწილდება ჩვენ უნდა მივიღოთ, უარს ვერ ვეტყვით. ეს შეიძლება მოხდეს, დიდი არ იქნება, მაგრამ რაც იქნება უნდა მივიღოთ. ამდენად, ამ ყველაფერს ჩვენ უნდა შევხედოთ, როგორც მოკლევადიან პერსპექტივაში. თუ რუსეთი სავაჭრო ომის პოლიტიკას გააგრძელებს და კიდევ უფრო ხისტად მოიქცევა, მაგრამ ვიტყოდი, რომ ამის რესურსი რუსეთში არ არის და უკვე სერიოზულად მიდის საუბარი, რომ აშშ-მ შეიძლება დამატებითი სანქციები დაუწესოს სხვა საკითხებთან დაკავშირებით და მისთვის ეს კიდევ ერთი მძიმე დარტყმა იქნება. ჩვენ შეიძლება იმ ალტერნატივის არჩევის წინაშე დავდგეთ, რომ ჩვენი ძირითადი არჩევანი ევროკავშირია. ევროკავშირი პოლიტიკას არ ცვლის და ჩვენ რაღაც გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, მაგრამ ვიმეორებ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ნამდვილად არ მოხდება’’- ამბობს გიორგი ღაღანიძე.

 
ეკონომისტი აღნიშნავს, რომ თურქეთის მხარე უარს ამბობს რუსეთს ანალოგიური სანქციები დაუწესოს, რადგან ის ნავთობპროდუქტებს სწორედ რუსეთიდან ყიდულობს.

 
“თურქეთმა უკვე განცხადება გააკეთა, რომ ანალოგიურ სანქციებს რუსეთს არ დაუწესებს. ეს გასაგებიც არის. იმიტომ, რომ თურქეთი ძალიან დიდი რაოდენობით ნავთობის პროდუქტებსა და აირებს სწორედ რუსეთიდან ყიდულობს. მაგრამ მათ ამავდროულად გააკეთეს განცხადება, რომ თუ რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდებას თურქეთისათვის დაბლოკავს, ისინი მზად არიან შესყიდვები ირანიდან და აზერბაიჯანიდან გაზარდონ. სატრანზიტო შემოსავალი, რომელსაც საქართველო იღებს შეიძლება შემცირდეს, მაგრამ ეს არ წარმოადგენს ისეთ დანაკარგს, რომელმაც შეიძლება შოკი გამოიწვიოს. გარდა ამისა, თუ ჩვენ შევძლებთ და იმ პროდუქციას, როელიც ვერ შევიდა მცირედით მაინც ჩავანაცვლებთ, ეს გაცილებით უფრო მეტი შემოსავაი იქნება, ვიდრე ის შემოსავალი, რომელიც ქვეყანას ტრაილერის ტრანზიტიდან რჩებოდა,’’- განმარტავს გიორგი ღაღანიძე.



17.Dec.2018 13:43
37

2019 Budget Approved by Parliament

More
17.Dec.2018 13:42
38

IMF Representative: New Regulations Mean Less Credit Growth

More
14.Dec.2018 19:33
75

PRIME MINISTER PRESENTS MOUNTAIN DEVELOPMENT STRATEGY AT EXPOGEORGIA

More
14.Dec.2018 19:29
62

Georgian FMCG Sector Analysis – Research Report

More
14.Dec.2018 19:27
69

Nenskra Hydro one of Georgia’s Top 10 Investment Companies

More
13.Dec.2018 19:02
65

TOP 10 Investment Companies with Highest Amount of FDIs in Georgia

More