Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"რთველი 2017"-ის სუბსიდირების პოლიტიკა იცვლება

5979bab35a8c3
BM.GE
27.07.17 14:00
1265
მთავრობამ 2017 წლის რთველის ხელშეწყობის მიზნით სპეციალური სამთავრობო განკარგულება მიიღო.

სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარსისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება არ არსებობს და, განკარგულების თანახმად, აღარ გაიცემა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახლმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ.

„გამომდინარე, 2017 წლის რთველის სეზონზე სუბსიდია შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სახვანჭკარე ჯიშებზე - ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე - 1კგ-ზე გაიცემა 2 ლარი. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან შეიზღუდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან სახვანჭკარე ჯიშების (მუჯურეთული, ალექსანდროული) სხვა რეგიონში გადამუშვების მიზნით გატანა. მთავრობის გადაწყვეტილება - 2017 წლის რთველის ფარგლებში მოახდინოს მუჯურეთულისა და ალექსანდროულის სუბსიდია - რაჭაში ღვინის გადამამუშავებელი საწარმოების განვითარების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

2017 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველსაყოფად, განკარგულების თანახმად, შეიქმნება საკოორდინაციო შტაბი სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) წარმომადგენლების შემადგენლობით. ყურძნის რეალიზაციისთვის თვითმმართველ ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები. წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, გაგრძელდება სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით.
2017 შენარჩუნდება იაფი აგროკრედიტი ყურძნის შესყიდვის მიზნობრიობით შეღავათიანი აგროკრედიტის საპროცენტო განაკვეთის სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსების გზით ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის შესაძლებელი გახდება 2017 წლის სეზონზე ყურძნის შესაძენად მიიღონ იაფი ფულად რესურსი, რომელიც გამოყენებული იქნება ფერმერებისგან ყურძნის შესაძენად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსავლის წარმატებით დაბინავებას. 15 თვიანი იაფი აგროკრედიტი ყურძნის შესყიდვის მიზმნობრიობით კახეთში; 36 თვიანი იაფი აგროკრედიტი რქაწითელის და კახური მწვანეს შესყიდვის მიზმნობრიობით სპირტად გამოხდის შემთხვევაში. უკანასკნელ წლებში საქართველოში ხორციელდება ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების ხელშემწყობი პროგრამები. შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად 2017 წელს გაიცემა ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის ღვინის წარმოებისთვის და საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით, რომელიც ითვალსწინებს: ღვინის ქარხნების მიერ რთველის პერიოდში მიღებული ყურძნის შესასყიდად საჭირო სესხის მოცულობის საპროცენტო ხარჯის თანადაფინანსებას შემდეგი პირობებით: სესხის მაქსიმალური ვადა ღვინის მწარმოებელი ყურძნის ჩამბარებლებისათვის - 15 თვე - სესხის მაქსიმალური ვადა ყურძნისგან სპირტის გამოხდის შემთხვევაში - 36 თვე ; სესხის მინიმალური და მაქსიმალური მოცულობა ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის ღვინის წარმოებისათვის - 20,000 - 10 000 0000 ლარი ; სესხის მინიმალური და მაქსიმალური მოცულობა ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით - 20 000 - 15 000 000 ლარი ; როგორც ღვინის წარმოებისათვის ასევე სპირტის წარმოების მიზნით ჩაბარებული ყურძნის შემთხვევაში საწარმოების მიერ, სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის წლიური 8%-ის ოდენობით, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის გადახდის პარალელურად. ; როგორც ღვინის წარმოებისათვის ასევე სპირტის წარმოების მიზნით ჩაბარებული ყურძნის შემთხვევაში საწარმოების მიერ აღებული სესხის დაფარვა მოხდება არასტანდარტული გრაფიკით. საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარისთვის საშეღავათო პერიოდი, როგორც ძირითადი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლოს გადახდაზე განსაზღვრული იქნება არანაკლებ 2018 წლის 15 იანვრამდე, ხოლო სპირტის წარმოების მიზნით ჩაბარებული ყურძნის შემთხვევაში 2018 წლის 15 მაისამდე.

თითოეულმა საწარმომ რომელიც ისარგებლებს შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის უნდა წარმოადგინოს ღვინის ეროვნული სააგენტოს გაცემული დოკუმენტით გადამუშავებული ყურძნის მოცულობასა და ღირებულების შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელდება პროცენტის თანდაფინანსება.

საწარმოებს რომლებსაც სურთ საბრუნავი შეღავათიანი აგროკრედიტის აღება სპირტის წარმოების მიზნით, სააგენტო განახორციელებს მხოლოდ „რქაწითელისა“ და კახური მწვანეს“ ჯიშების ყურძნის შესაძენად აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას”, - განმარტავენ სამინისტროში.