Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიზნესისთვის გაზი ძვირდება, გაიზრდება თუ არა პროდუქტზე ფასები?

BM.GE
02.06.22 13:06
255
თბილისსა და რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის გაზი 1 ივლისიდან გაძვირდება. თბილისში მოქმედი ბიზნესისთვის კუბური მეტრი გაზის მოხმარების ტარიფი 25 თეთრი ძვირდება და 1.35 ლარი გახდება, ხოლო რეგიონებში ფასი 23 თეთრით გაიზრდება და კომერციული აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 1.15 ლარის ნაცვლად 1.38 ლარს გადაიხდიან. ამ თემაზე ის ბიზნესები მოვიკითხეთ, რომლებიც ბუნებრივ აირს დიდი რაოდენობით მოიხმარენ და ტარიფის გაზრდა მათ ბიზნესებს საგრძნობლად დააწვება. კომპანიებმა უხეშად უკვე დაითვალეს, გაზრდილი ტარიფი წლიურ ჭრილში, დაახლოებით რამდენი პროცენტით გაუძვირებს მათ ბუნებრივი აირის გადასახადს. რამდენით მოუწევთ კომპანიებს პროდუქციაზე ფასების ზრდა?

სტუმარი: ვანო გოგლიძე - "კულას" გენერალური დირექტორი;