Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, "აგარის შაქარი" მუშაობას ივნისიდან განაახლებს"

59199349a30a5
სალომე მეცხვარიშვილი
16.05.17 09:45
1166
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ "აგარის შაქარი" მუშაობას ივნისიდან განაახლებს,- ამის შესახებ "საქმის კურსს" კომპანიის დირექტორიმა ალხან ალიზადემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ნედლეულის ფასი საერთაშორისო ბაზარზე შედარებით შემცირდა, რაც მათ საშუალებას აძლევს, მუშაობა განაახლონ.

კონკრეტული თარიღის დასახელება, თუ როდის განახლდება წარმოება, დირექტორს უჭირს, თუმცა, აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ამას ივნისის პირველ ნახევარში შეძლებენ.
ალხან ალიზადე ამბობს, რომ ქარხნის დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში ადგილზე 500-მდე ადამიანია დასაქმებული. "აგარის შაქარმა" წარმოება ნოემბრიდან შეაჩერა. ალხან ალიზადე მაშინ აცხადებდა, რომ ქარხანა იმპორტირებულ პროდუქციას ფასის კუთხით კონკურენციას ვერ უწევს. უმეტესად კი საქართველოში შაქარი უკრაინიდან შემოდის. ამასთან, ალიზადე განმარტავდა, რომ ფასის ცვლილება საერთაშორისო ბირჟებზე არასტაბილურობამ გამოიწვია.