Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"რაკია" ნაღდი ფულის გამოთავისუფლების მიზნით, საქართველოში 9 აქტივს ყიდის

565d3fef44df6
BM.GE
01.12.15 10:31
1758
აქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი კომპანია "რაკია საქართველო" აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს "ბიზნესკონტაქტთან" აკეთებს. არსებული ინფორმაციით, რაკია უძრავი ქონების სახით 9 აქტივს თბილისში, ბათუმში, ფოთში, გონიოსა და ვარძიაში ყიდის. "რაკია საქართველოს" დირექტორი, გიორგი გეგეჭკორი განმარტავს, რომ აქტივების გაყიდვა ნაღდი ფულის გამოთავისუფლების მიზნით ხორციელდება, რათა კომპანიამ ინვესტიციები ერთი კონკრეტული მიმართულებით მიმართოს. გეგეჭკორის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ კომპანიას აქტივები ლიკვიდაციაზე გააქვს, რადგან არ არის გამორიცხული პროექტები შერწყმული პარტნიორობის ფორმატში გაგრძელდეს.
 
"ამ წლების განმავლობაში დაგროვდა ბევრი ისეთი აქტივი, რომელიც დასაწყისში იყო გათვალისწინებული კონრეტული პროექტებისთვის, შემდეგ კი კომპანიამ სხვა მიმართულებით, გადაწყვიტა რომ გაეგრძელებინა აქტივობა. ჩვენ ეხლა ვატარებთ ოპტიმიზაციის პროცესს, რომელიც მუშა პროცესია. განსაზღვრული გვაქვს, რომ ავირჩიოთ კონკრეტული მიმართულებები. საქართველოში ყველაზე დიდი პორთფელი გვაქვს უძრავი ქონების, მიწებთან დაკავშირებით. გვსურს, რომ კონსოლიდაცია მოვახდინოთ, რათა უფრო ეფექტურად ვმართოთ ის არსებული კაპიტალი, რომელიც ამ ოპტიმიზაციის შედეგად დადგება", - განაცხადა კომპანიის "რაკია საქართველოს" დირექტორი.